Friday, April 20, 2012

ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაიამიხეილ ჭიაურელიოთარ იოსელიანისიკო დოლიძეკოტე მიქაბერიძეთენგიზ აბულაძერევაზ ჩხეიძეალექსანდრე რეხვიაშვილი,ელდარ და გიორგი შენგელაიებირეზო ესაძემერაბ კოკოჩაშვილინანა მჭედლიძელანა ღოღობერიძენანა ჯორჯაძემიხეილ კობახიძეგოდერძი ჩოხელითემურ ბაბლუანი და სხვანი.
ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია".[საჭიროებს წყაროს მითითებას]

No comments:

Post a Comment